ფოტო „ევროპის ფონდის“ ფეისბუქგვერდიდან

დათო ტურაშვილის შეხვედრა საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან

მწერალი დათო ტურაშვილი დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმში საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა შედგა პროექტის ფარგლებში – „მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რეგიონებში ახალგაზრდების ინფორმირებას ევროპული ღირებულებებისა და კულტურის შესახებ.

დათო ტურაშვილმა შეხვედრის დასაწყისში თავის წიგნებზე ისაუბრა, მათ შორის, „სხვა ამსტერდამსა“  და „ჯინსების თაობაზე“.

სტუდენტებმა მოჰყვა „ჯინსებს თაობის“ განხილვისას დისკუსია გამართეს. სტუდენტების ერთი ჯგუფის აზრით, თვითმფრინავის გატაცება, თუნდაც ყველაზე უწყინარი, ქვეყნების მონახულების მიზნით, ტერორისტული აქტია და სახელმწიფო უფლებამოსილი იყო დაესაჯა დამნაშავეები, თუმცა არა სიკვდილით.

სხვა სტუდენტების აზრით კი, საბჭოთა რეჟიმი ტოტალიტარული წყობა იყო, რომელიც განვითარების საშუალებას შეგნებულად ართმევდა ადამიანებს და ნებისმიერი სახის პროტესტი ამგვარი წყობის წინააღმდეგ გამართლებულია.

დასავლური ფასეულობებისადმი მიძღვნილი ქართველი მწერლების საჯარო ლექციები და შეხვედრა-დიალოგები სტუდენტებსა და მოსწავლეებთან, პროექტის ფარგლებში, ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება და თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს. პროექტის ფინანსური მხარდამჯერი არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპის ფონდია.

ფოტო „ევროპის ფონდის“ ფეისბუქგვერდიდან

ფოტო „ევროპის ფონდის“ ფეისბუქგვერდიდან

ფოტო „ევროპის ფონდის“ ფეისბუქგვერდიდან

ფოტო „ევროპის ფონდის“ ფეისბუქგვერდიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე