მთავარი,სიახლეები

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს

19.09.2017 • 2071
აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკული კუთხეების კოორდინატორებს დააჯილდოებს

ბათუმის ამერიკულ კუთხეში  კოორდინატორებისთვის ვორქშოპი მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოქმედი ცხრა ამერიკული კუთხის წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარებაა.

ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ერინ მარია ჯარეტის თქმით, ბათუმის ამერიკული კუთხე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, რომელიც ევროპის ამერიკული კუთხეების ათეულში შედის.

დღეს, 19 სექტემბერს, საელჩომ კოორდინატორები დააჯილდოვა.

განახლებული ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გასულ წელს გაიხსნა.

21753233_1570784579631359_6953508466956819908_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: