მთავარი,სიახლეები

ლოზნიცას, შლენდორფისა და მახმალბაფის ფილმები – კინოფესტივალის მეორე დღე ბათუმში [აფიშა]

19.09.2017 • 1931
ლოზნიცას, შლენდორფისა და მახმალბაფის ფილმები – კინოფესტივალის მეორე დღე ბათუმში [აფიშა]

დღეს,  19 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12.00 საათზე: „ცემენტის გემო“, ზიად ქალთოუმი, გერმანია/ლიბია/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ. [დოკუმენტური ფილმი]

14.00 საათზე:  „აჩრდილების ქალაქი“, მეთიუ ჰეინმანი, აშშ, 2017, 90 წთ. [დოკუმენტური ფილმი]

16.00 საათზე: „წვეულება“, სალი პოტტერი, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ. [მხატვრული ფილმი]

17.30 საათზე:  „ნაზი არსება“, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ. [მხატვრული ფილმი]

20.30 საათზე: „უმანკოების მომენტი“, მოჰსენ მახმალბაფი, ირანი/საფრანგეთი, 1996; 78 წთ. [მხატვრული ფილმი]

22.30 საათზე: „მონტეკში დაბრუნება“, ვოლკერ შნოლდორფი, გერმანია/ირლანდია/საფრანგეთი, 2017; 106 წთ. [„დიდოსტატთა კოლექცია“, არასაკონკურსო ჩვენება]

საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე. ნაჩვენები იქნება „სევდის ანგელოზები“, თეონა ჯორბენაძის დოკუმენტური ფილმი გია ყანჩელის შესახებ, ხოლო 22 საათზე ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია. 

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი კორნელ მუნდრუცოს ფილმიდან „მონტეკში დაბრუნება“

_______________

ამავე თემაზე: 

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: