მთავარი,სიახლეები

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება

19.09.2017 • 4697
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა 3 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება. საავტომობილო გზების აჭარის დირექციის ინფორმაციით, გვირაბთან ახლოს მიმდინარეობს არსებულ მაგისტრალზე ქობულეთის ახალი შემოვლითი გზის დაერთება.

ქობულეთის შემოვლითი გზის [ავტობანის] ქობულეთი-ბათუმის არსებულ საავტომობილო გზასთან დაერთება მიმდინარე წლის 25 სექტემბრამდე გაგრძელდება, რის გამოც ამ დრომდე ჩაკეტილი იქნება გვირაბის მარცხენა მხარე [ჩაქვის მხრიდან] და ორმხრივი მოძრაობაა მარჯვენა [ჩაქვის მხრიდან] გვირაბში.

25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე კი, გვირაბის მარცხენა მხარე გაიხსნება ორმხრივი მოძრაობისთვის და ჩაიკეტება მარჯვენა მხარე. ამ პერიოდში გზის გაფართოების სამუშაოები ჩატარდება.

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა ჩვეულებრივი რეჟიმით, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრიდან აღდგება.

რაც შეეხება ქობულეთის შემოვლით გზას, ის 2018 წლის გაზაფხულამდე არ გაიხსნება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნულ გზაზე საქართველოში ყველაზე დიდი ხიდის მშენებლობა.

 

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / 20017 წელი / თედო ჯორბენაძის ფოტო

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი / 20017 წელი / თედო ჯორბენაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: