სიახლეები

ბათუმი ბურსას დაუმეგობრდება

26.01.2015 • 1685
ბათუმი ბურსას დაუმეგობრდება

 

აჭარის სამთავრობო დელეგაციამ ბურსაში ოფიციალური შეხვედრები სტამბოლში ვიზიტის შემდეგ გამართა. ქართულ მხარეს ბურსის გუბერნატორმა მურინ ქარალოღლუმ, დეპუტატმა ჰუსეინ შაჰინმა და ბურსის მერის სახელით ვიცე მერმა აბდულა ქარადაღმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრების მიღება ბურსის გუბერნიისა და მერიის ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა.


შეხვედრები გაცნობით ხასიათს ატარდება, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძის განმარტებით ბათუმსა და ბურსას შორის თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი აპრილის თვეში მოეწერება.


ბურსაში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40 000 ეთნიკური ქართველია, ისინი აქტიურად არიან ჩართული ქალაქის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე. 

გადაბეჭდვის წესი