მთავარი,სიახლეები

სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

18.09.2017 • 2459
სარფში 2,61 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთიდან შემომავალი ავტობუსის სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით დათვალიერების შედეგად, მგზავრის – საქართველოს მოქალაქის, ო.ღ-ს სავარძელზე 2,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“  აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, პირი ადმინისტრაციული წესით, 500 ლარით დაჯარიმდება,  ან დაეკისრება გამასწორებელი სამუშაო 1 თვიდან 6 თვემდე ვადით.

კანონმდებლობის მიხედვით,  გამომშრალი მარიხუანის მცირე ოდენობა 5 გრამამდეა, ხოლო ნედლისა  – 10 გრამამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: