სიახლეები

პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება და რძის სეპარატორები ფერმერებს აჭარაში

24.01.2015 • 2420
პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება და რძის სეპარატორები ფერმერებს აჭარაში

 

 

მაღალმთიანი აჭარა. ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

სამინისტროს მიზანია ხელოვნური განაყოფიერების პრაქტიკის დანერგვა, მაღალპროდუქტიული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე ბაზისა და გენოფონდის შექმნა-განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, არსებული კადრების კვალიფიკაციის დონის ამაღლება და დატრენინგება.

 

გასულ წელს, სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით ხელოვნურად განაყოფიერდა 1374 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ამასთან მოეწყო ხელოვნური განაყოფიერების სადგურები (დიდაჭარა, ხიხაძირი).

 

მიმდინარე წელს კი 4000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება იგეგმება, რისთვისაც 60 ათასი ლარია გამოყოფილი.


ხელოვნურად განაყოფიერება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. მომავალ წელს – 5000 ფური, 2017 წელს – 5700, ხოლო 2018 წელს – 6500 ფური უნდა განაყოფიერდეს. მიმდინარე წლის ჩათვლით, მთლიანობაში, აჭარის ბიუჯეტიდან 305 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

სოფლის მეურნეობის სმინისტრომ უკვე გამოაცხადა 250 000 ლარიანი ტენდერი სეპარატორებისა და კარაქის აპარატების შესაძენაად [რძის მექანიკური სეპარატორი – 500 ცალი, ჯამური ღირებულება არაუმეტეს 225 000 ლარი; ხოლო კარაქის დამამზადებელი აპარატი – 50 ცალი, ჯამური ღირებულება არაუმეტეს 25 000 ლარი].

 

ზემოაღნიშნული აპარატების ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე განაწილების წესის შემუშავებასა და ბენეფიციართა შერჩევას მათი განცხადებებისა და წარმოდგენილი სიების (მუნიციპალიტეტის გამგეობები, ქ, ბათუმის მერია) საფუძველზე, სამინისტროს შესაბამისი კომისია განახორციელებს.

 

შესყიდული კარაქის დამამზადებელი აპარატისა და რძის მექანიკური სეპარატორების ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა თანაგადახდის პრინციპით, შესყიდული საქონელის ღირებულების 30 %–ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.

 

სამინისტროში თვლიან რომ ამ ღონისძიების შედეგად რეგიონში წელს  გადამუშავებული იქნება  2000 ტონა რძე, ხოლო წარმოებული კარაქის რაოდენობ იქნებ 90 ტონა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: