მთავარი,სიახლეები

რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმში – კინოფესტივალის პირველი დღე

18.09.2017 • 2751
რა ფილმებს ნახავთ დღეს ბათუმში – კინოფესტივალის პირველი დღე

დღეს, 18 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება წარმოდგენილი: 

12.00 საათზე: აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ. [დოკუმენტური ფილმი]

14.00 საათზე: მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია).

16.00 საათზე: იუპიტერის მთვარე,  კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017,  123 წთ. [მხატვრული ფილმი]

18.30 საათზე: პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ. [მხატვრული ფილმი]

21.00 საათზე: სევდის ანგელოზები, თეონა ჯორბენაძე, საქართველო, 2017, 49 წთ.

22.30 საათზე: ქსელი, კიმ კი დუკ, სამხრეთ კორეა, 2016; 118 წთ. [დიდოსტატთა კოლექციიდან]

საღამოს, 20.30 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე. ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი კორნელ მუნდრუცოს ფილმიდან „იუპიტერის მთვარე“

_______________

ამავე თემაზე: 

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: