სიახლეები

ცესკომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრის პროცედურა განსაზღვრა

17.09.2017 • 1821
ცესკომ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების წილისყრის პროცედურა განსაზღვრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] დადგენილებით, თუ საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებული წილისყრის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ორივე წევრი ერთ საარჩევნო სუბიექტში შემავალი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი, ასეთ შემთხვევაში ამ ფუნქციის შესრულება დაეკისრება აღნიშნულ კომისიის წევრთაგან ერთ-ერთს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხოლო გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრის გამოსავლენად გაიმართება ხელახალი წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.

ზემოთ აღნიშნული ურთიერთშეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გადასატანი ყუთის წამღები კომისიის 2 წევრის გამოსავლენად ასევე გაიმართება ხელახალი წილსყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრების მონაწილეობის გარეშე.

ცესკოს დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ „აღნიშნული ურთიერთშეუთანხმებლობა წარმოადგენს კომისიის წევრების უარს მათთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული კომისიის წევრები კარგავენ სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას“.

არჩევნები - 2016 / „ბათუმელები“

არჩევნები – 2016 / „ბათუმელები“

ცესკოს ამ დადგენილებამდე მოქმედი წესით, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს იტყოდა მის­თვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავდა კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების [ნაკა­დის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი] გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. თუმცა, აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის უფლება ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.


2017 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა, რომელიც მოიწვევა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

მთავარი ფოტო: 2016 წლის არჩევნები / ბათუმი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: