სიახლეები

ბსუ-ს რექტორს უფლებამოსილება შეუწყდა

03.02.2015 • 1384
ბსუ-ს რექტორს უფლებამოსილება შეუწყდა

ბათუმის უნივერსიტეტი

გადაწყვეტილება აკადემიური საბჭოს წევრებმა მიიღეს.

20 იანვარს ალეკო ბაკურიძემ   რიგგარეშედ  მოიწვია  აკადემიური საბჭოს სხდომა და ითხოვა უფლებამოსილების შეჩერება. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. 

უნივერსიტეტის წესდების თანახმად, რექტორის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.  რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება არჩევნების გამოცხადების შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ ერთ კვირაში იმართება უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები.  რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.  კანდიდატი სამოქმედო გეგმას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს საჯაროდ.  უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.   რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.   რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: