შსს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 39 ადამიანს ეძებს

2017 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 97 პირი დაიკარგა უგზო-უკვლოდ – საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მიაწოდა. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში 58 პირის პოვნა მოხერხდა, 39 ადამიანის მიმართ დაწყებული სამძებრო მოქმედებები კი გრძელდება.

2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით საქართველოში 1264 ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ. 767 შემთხვევაში დაკარგული ადამიანი უპოვნიათ, 131 შემთხვევაში კი – გაუჩინარებულთა გვამი. დანარჩენ შემთხვევაში ძებნა გრძელდება.

ამავე თემაზე: უგზო-უკვლოდ დაკარგულები საქართველოში – როგორ გააჩუმეს სამართალდამცველებმა დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი