48110

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის სექციაში – „ქართული პანორამა“ – წელს ექვს ახალ ქართულ ფილმს ნახავთ.  
„ქართულ პანორამაში“ წარმოდგენილი ფილმები არასაკონკურსოა.

ფესტივალი ბათუმში 17 სექტემბერს გაიხსნება.

  • თვე როგორც ერთი დღე. რეზო ესაძე, საქართველო, 2016; 128 წთ.
  • სკამი. ელდარ შენგელაია, საქართველო, 2017
  • მე გადავცურე ენგური. ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ.
  • ოთახები. ცირა გვასალია, საქართველო, 2016, 50 წთ.
  • რუსული პალესტინა. ალექსანდრე რეხვიაშვილი, საქართველო, 1999 (2017), 49 წთ.
  • ძმები ქალაქში. გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2017; 45 წთ. 

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მეთორმეტედ იმართება. ფესტივალი 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრამდე გასტანს.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს სამ საკონკურსო სექციას – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია.

___________________

ამავე თემაზე: 

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com