სიახლეები

სავალუტო ჯიხურში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს

08.09.2017 • 2143
სავალუტო ჯიხურში 500-ევროიანი ყალბი კუპიურების გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ზესტაფონში არსებულ სავალუტო ჯიხურში, ვალუტის გადაცვლისას ყალბი ფულის –  2 ცალი 500 ევროიანი ყალბი კუპიურის გასაღება მოახდინა“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: