ხე-ტყე

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებების ფაქტები აჭარაში

ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინა.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეკვაში, მოქალაქეს შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა 18 ცალი პირველი ხარისხის წიწვოვანი სახეობის უფირნიშო მრგვალი მორი.  გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, იმავე პირს ასევე აღმოაჩნდა დაურეგისტრირებელი ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევით ამუშავებდა.

ქედის რაიონის, სოფელ დოლოგანში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, 9.3 მ3 წიწვოვანი სახეობის დახერხილი ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ადგილზე შედგა შესაბამისი აქტი, ავტომანქანა დაილუქა და გადაყვანილია შემოსავლების სამსახურში.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.