ცარიელი კვარცხლბეკი ქედაში – როგორი იქნება ყადირ შერვაშიძის ბიუსტი

დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე, ქედის თვითმართველობის შენობის გვერდით არსებულ ცხრა მაისის სკვერში, ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განსათავსებლად მოწყობილი კვარცხლბეკი, რომელზეც მემორიალური დაფაა განთავზებული, რამდენიმე თვეა ცარიელია.

ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო

ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო

ყადირ შერვაშიძის ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა განეხორციელებინა, თუმცა გამგეობის თხოვნა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

ქედის გამგებელი, დავით დუმბაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ბიუსტის დამზადება-განთავსებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე ჩაატარა და ბიუსტი რამდენიმე დღეში განთავსდება.

„ტენდერი შედგა, ინდმეწარმე თემურ მახარაძემ გაიმარჯვა, წარმოდგენილი ესკიზი მოვიწონეთ და რამდენიმე დღეში დაიდგმება ბიუსტი“ – ამბობს დავით დუმბაძე.

გამგებლის ინფორმაციით, ესკიზი, რომლითაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა გაკეთდეს, აჭარის მხატვართა საზოგადოებამ გააკეთა. ყადირ შერვაშიძის ბიუსტის მომზადება-განთავსებისთვის, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 30 000 ლარი გამოყო. ყადირ შერვაშიძე პირველი საზოგადო მოღვაწეა, რომელის ბიუსტიც ქედაში დაიდგმება.

ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო

ქედა, ადგილი სადაც ყადირ შერვაშიძის ბიუსტი უნდა განთავსდეს / ეკა ბარამიძის ფოტო

„ბათუმელები“ დაინტერესდა რა ესკიზი მოიწონა ქედის მუნიციპალიტეტმა.

„დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე სკვერში დამოუკიდებელი საქართველოს კრების წევრის, თამარ მეფის ორდენის კავალერის – ყადირ შერვაშიძის ბიუსტის განთავსებისთვის საუკეთესო ესკიზის გამოვლენა და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“-ზე გამგეობის მიერ 31 აგვისტოს გამოცხადებულ კონკურსში წინადადებების მიღება 5 სექტემბერს დასრულდა. შესყიდვების გვერდზე ჯერ დოკუმენტი გამარჯვებულის შესახებ არ არის ატვირთული, თუმცა კონკურსში მხოლოდ ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე მონაწილეობდა.

საკონკურსო დოკუმენტაციით, „ბიუსტის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში“. შესყიდვების გვერდზე ამ დროისთვის არც ხელშეკრულების ასლია ატვირთული.

საკონკურსო განაცხადის თანხად, გამგეობას ბიუსტის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების თანხა, 2 ათასი ლარი აქვს მითითებული, თუმცა კონკურსში მონაწილის შეთავაზებული ფასი ვებგვერდზე არ ფიქსირდება.

ბიუსტი / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ბიუსტი / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ანოტაცია / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ანოტაცია / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ბიუსტი / ფოტომონტაჟი / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ბიუსტი / ფოტომონტაჟი / საკონკურსო დოკუმენტაციიდან

ამავე თემაზე:

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ

უცნობი ყადირ შერვაშიძე

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი