ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შსს: მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

08.09.2017 • 3999
შსს: მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 2017 წელს, მიმდინარე საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

„მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის მამაკაცი. წელს მაშველებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დაკარგული 148 ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

shtormi

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: