მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მთა შავნაბადაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის

07.09.2017 • 1629
მთა შავნაბადაზე ცეცხლის ღია კერები აღარ არის
ხულოში, მთა შავნაბადაზე ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები კი აღარ არის, ეს განცხადება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა, ბესიკ ლილუაშვილმა გააკეთა.
 „შეიძლება ითქვას, რომ ხანძრის 90% ლიკვიდირებულია, რაც შეეხება დანარჩენ 10% შესაძლოა დაკვამლიანება იყოს, თუმცა დაზუსტებით ამ დროისთვის ამაზე რაიმეს თქმა არ შემიძლია, სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება, საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენებიც ჩაერთობა“ – ამბობს ბესიკ ლილუაშვილი.
მთა შავნაბადაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ხვალ დილიდან მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანანშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.
ხანძრის მასშტაბების სიმცირიდან გამომდინარე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათიდან განახლდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: