სიახლეები

ქობულეთის ბაღებიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

13.01.2015 • 1259
ქობულეთის ბაღებიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს

 

 

ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ოთხი ბაღიდან 11 თანამშრომელი დაითხოვეს.

„მთელი წლის განმავლობაში ბაღები დაკვირვების პროცესში გვყავდა – ვინ როგორ ასრულებდა დაკისრებულ დავალებას და იქიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება.  ბაღების ყველა თანამშრომელს 31 დეკემბერს შეუწყდა ხელშეკრულება. №3, №4, №5 და სოფელ ხალას საბავშო ბაღებიდან 11 თანამშრომელს აღარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება“.  

 

ია ხალვაშის განმარტებით  თანამშრომლები სარეზერვო ჯგუფიდან გამოცდილების მიხედვით 5 იანვარს ჩაანაცვლეს:

„წესდებაში ცვლილებები შევიტანეთ, რომ ბაღში პედაგოგის, ძიძას თუ ნებისმიერი თანამშრომლის ჩანაცვლება აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ხელმძღვანელთან. მე უნდა ვიცოდე მისი მონაცემები, რა განათლება, რა პერსპექტივა აქვს, რომ ბაღში ბავშვებთან შეიძლებოდეს მისი შესვლა. ამიტომ შევქმენით სარეზერვო ჯგუფი, რომლიდანაც საჭიროების შემთხვევაში გადავამისამართებდით ნებისმიერ ბაღში“ – აცხადებს ია ხალვაში.

 

 

დამატებითი კითხვებს, როდის და რა კრიტერიუმებით შეიქმნა სარეზერვო ჯგუფი? ვინ შეარჩია ამ ჯგუფიდან თანამშრომლები და რა მეთოდით? ია ხალვაში „ბათუმელების“ ამ კითხვებს არ პასუხობს. მან გვთხოვა, რომ ოფიციალური წერილით მივმათოთ და ის ერთი კვირის განმავლობაში შეგვპირდა  ინფორმაციის მოწოდებას.

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 400-მდე თანამშრომლით 16 ბაღს მოიცავს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: