სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულო უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე მსჯელობს

13.01.2015 • 1471
ხელვაჩაურის საკრებულო უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე მსჯელობს

 

საკრებულოს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. იმაზე, თუ ვინ რამდენს მიიღებს ცვლილებების შემდეგ ყოველთვიურად, „ბათუმელების“ კითხვებს ხელვაჩაურის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ლორთქიფანიძე პასუხობს.  

 

 

ბატონო ვახტანგ როგორც ვიცი, ამ მოწვევის საკრებულომ ერთხელ უკვე გაზარდა უფლებამოსილების ხარჯი. ამჯერად რას გეგმავს საკრებულო?

არა, ასე არ არის, არ გაგვიზრდია ნამდვილად. საკითხი იყო დღის წესრიგში, მაგრამ დღის წესრიგიდან ამოვიღეთ.  საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ხარჯი ხუთასი ლარია, ხოლო საკრებულოს თანამდებობის პირები უფლებამოსილების ხარჯის სახით დამატებით 230 ლარს იღებდნენ. 28 ნომებრიდან, მას შემდეგ, რაც ცვლილება შევიდა კოდექსში, ამ თანხას საკრებულოს თანამდებობის პირები აღარ იღებენ.

 

 

ცვლილების შემდეგ ვინ რამდენს მიიღებს?

ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები 230 ლარს, რაც არის უფლემოსილების ხარჯი, ვეღარ ავიღებთ და ავიღებთ მხოლოდ ხელფასს. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი არის 1330 ლარი.

 

 

და გამომდინარე იქედან, რომ უფლებამოსილების ხარჯი მოგაკლდათ ხელფასების გაზრდას გეგმავთ, როგორც ეს ბათუმის საკრებულოში გადაწყვიტეს?

არა. ხელფასი  ეზრდება მხოლოდ საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის თანამდებობის პირი. ნამატი იქნება 200 ლარი, ანუ ნაცვლად ხუთასისა, რიგითი საკრებულოს წევრი შვიდას ლარს მიიღებს. ფაქტობრივად, ამის გამო ბიუჯეტში დამატებითი თანხის გათვალისწინება არც კი იქნება საჭირო, ის თანხა გადანაწილდება, რომელსაც თანამდებობის პირები უფლებამოსილების ხარჯის ანაზღაურების სახით ვიღებდით. 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი