ხელვაჩაურის სოფლებში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასა და ზედა ჯოჭოში, საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა.

სამებაში, კოჩალიძეებისა და სვანიძეების სახლებთან ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზის ჩაკეტვაც გამოიწვია.

ხელვაჩაურის გამგებობაში აცხადებენ, რომ ტექნიკა უკვე გააგზავნეს და სასოფლო გზაზე ჩამოსულ მიწის მასას მალე გაწმენდნენ.

გუშინ, 6 სექტემბრის საღამოდან ამ დრომდე აჭარის სანაპირო ზოლში გადაუღებლად წვიმს.


მთავარი ფოტო: მეწყერი ხელვაჩაურში „ბათუმელების“ არქივიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი