მთავარი,სიახლეები

ნისლის გამო მთა შავნაბადაზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს

07.09.2017 • 1543
ნისლის გამო მთა შავნაბადაზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს

მთა შავნაბადაზე ნისლის გამო ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს ხულოში. მთა შავნაბადაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე მაშველ-მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობა, სატყეო სააგენტოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადაზე ძლიერი ნისლის გამო ხილვადობა ჭირს და ვერტმფრენი მუშაობას ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ ნისლი გაიფანტება, ხანძრის ჩასაქრობად ორივე ვერტმფრენი [ქართული და თურქული] მუშაობას განაახლებს.

სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, „მთა შავნაბადაზე წუხელ ცოტა წამოწვიმა, ამ დილით კი ოდნავ ჟინჟღლავს… ხანძარი, როგორ ასეთი არ არის, რამდენიმე ადგილზე კვამლი შეინიშნება“.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, „მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება… კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა.“

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში, მთა შავნაბადაზე ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა.

გადაბეჭდვის წესი