სიახლეები

59 მილიონამდე ლარი სესხის დასაფარად ბათუმის ბიუჯეტიდან

05.01.2015 • 1629
59 მილიონამდე ლარი სესხის დასაფარად ბათუმის ბიუჯეტიდან

 

 

ბათუმი [ფოტო: თედო ჯორბენაძე]

 

ქალაქ ბათუმის მუნიცპალიტეტის მიერ ამ დროისთვის აღებული სასესხო ვალდებულების დადგენილ ვადებში დაფარვისთვის სულ 58 688 900 ლარია საჭირო.  აქედან, მომავალი, 2016 წლის ბიუჯეტში 14 459 300 ლარი იქნება გასათვალისწინებელი, 2017 წელს – 16 173 500  ლარი, ხოლო 2018 წელს – 16 004 200 ლარი.

 

აღნიშნული თანხებით განხორციელდება სესხის მომსახურების საპროცენტო ხარჯების დაფარვა და სასესხო ვალდებულებების კლება (ძირი თანხის დაფარვა).

 

ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტიდან დონორების მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობისა და თანადაფინანსების ხარჯები 8 203 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა წელს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: