ხულოში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება – ეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამ დროისთვის შავნაბადას მთის მიმართულებით საავტომობილო გზა გაჰყავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაყვანითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტის 60 თანამშრომელი და შვიდი ერთეული ტექნიკა მუშაობს.