სიახლეები

საჯარო უწყებებმა კომერციულ ბანკებში ანგარიშები უნდა დახურონ

31.12.2014 • 1860
საჯარო უწყებებმა კომერციულ ბანკებში ანგარიშები უნდა დახურონ

 

აღნიშნულმა უწყებებმა და იურიდიულმა პირებმა 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს  2015 წლის 31 იანვრისა, უნდა მიმართონ  ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ   სახაზინო კოდზე.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე უნდა მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდება მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: