მთავარი,სიახლეები

მოსახლეობა: „ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპირებს

27.08.2017 • 1681
მოსახლეობა: „ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპირებს

„ენერგო-პრო ჯორჯია“ წინსვლაში, ქარსაფარ ზოლში დარგული წიწვოვანი მცენარეების მოჭრას აპირებს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ წინსვლიდან აცნობეს.

ამ სოფელში ამბობენ, რომ სულ ათ ძირამდე ფიჭვის და ნაძვის ხე არის მონიშნული მოსაჭრელად: „მრავალწლოვანი ხეების მოჭრის იდეა [დაახლოებით, 20-30 ხის] ერთი წლის წინ გაჩნდა, მოტივაცია არის ის, რომ თითქოს სადენები ეხება ამ ხეებს. ჩვენ ვიცით, რომ სადენებს შეხება არ აქვთ ხეებთან, მაგრამ რომც ჰქონდეთ, სრულიად ჯანსაღი ხეების მოჭრა არც ამ შემთხვევაში შეიძლება. იმ ტოტების ათლა შეიძლება, რომლებიც ეხება სადენებს. ამასთან, ეს არის ქარსაფარი ზოლიც“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს აჭარაში, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ზოგიერთი ხე მონიშნულია მოსაჭრელად

ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა, ჩიხი 2 / მოსახლეობა აცხადებს, რომ ზოგიერთი ხე აქ მონიშნულია მოსაჭრელად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: