მთავარი,სიახლეები

101 ათასი ლარი პეტრას ციხის შემოსაღობად

27.08.2017 • 3931
101 ათასი ლარი პეტრას ციხის შემოსაღობად

პეტრას ციხის ირგვლივ ღობის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 101 ათას 617 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. ძეგლის ირგვლივ ლითონის სექციური ღობის [188 ცალი სექცია] მოწყობაა დაგეგმილი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოიღობება ციხის ტერიტორია რკინიგზის ხაზის გასწვრივ, და ზღვის მხრიდან ავტომაგისტრალამდე მონაკვეთში [ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მხრიდან ტერიტორია არ შემოიღობება].

„სააგენტომ შეიძინა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი და შემოღობვა ამ პროექტის ნაწილია. აქ არის საკმაო ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ სანახაობრივი თვალსაზრისით გარკვეული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რადგან თავად ციხე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია, მას ვერ შევეხებით და შიგ დამატებით რაღაცაებს ვერ გავაჩენთ. რომ არ შემოვღობოთ და ვიდეო სათვალთვალო სისტემა არ დავაყენოთ, იქ შეიქმნება იმ ინფრასტრუქტურის დაცვის პრობლემა, რასაც მოვაწყობთ“- განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა კახიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა.

მისივე თქმით, შემოღობვის შემდეგ მეორე აქტივობა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტითაა გათვალისწინებული, იქნება ციხის მიმდებარედ არსებული ლიმონარიუმის გაწმენდა, გასუფთავება და ქიმიური დამუშავება“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე პეტრას ციხის შემოღობვა შესაბამის ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერი გამოცხადებულია და ის 15 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობის თანახმად:

[checklist]

  • პრეტენდენტს 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში უნდა გააჩნდეს გამოცდილება არანაკლებ 300 000 ლარის სამშენებლო სამუშაოებისა;
  • პრეტენდენტს ამავე პერიოდში უნდა გააჩნდეს გამოცდილება არანაკლებ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა.

[/checklist]

ამ პირობებს მიმწოდებლების მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურება შესყიდვების ვებგვერდზე:

[crosslist]

  • მიმწოდებელი 1: „მოგესალმებით. მოთხოვნილი გაქვთ რომ,საჭიროა 300 000-ის გამოცდილება, ეს გასაგებია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე – სექციებით ღობის მოწყობისას რაშიასაჭირო კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების გამოცდილება? როცა ზუსტად ანალოგიური სამუშაოები შესრულებული გვაქვს სკოლებში, პარკებში, საბავშო ბაღებში, დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც არა გვაქვს უფლება მივიღოთ მონანაწილეობა თქვენს ტენდერში. ეს იქნება უსამართლობა [რომელიმე კომპანიისათვის მიკერძოება]. გთხოვთ გააუქმოთ მეორე მითხოვნა, რათა თქვენს ტენდერში ყველა გამოცდილმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა“.
  • მიმწოდებელი 2: „ღობის მოწყობისას რა საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების გამოცდილება?“

[/crosslist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: