მთავარი,სიახლეები

ბათუმში ლიანა ისაკაძის მეუღლე ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა

26.08.2017 • 2872
ბათუმში ლიანა ისაკაძის მეუღლე ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა

დღეს, 26 აგვისტოს, ბათუმში ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების”  მიმდინარეობისას ლიანა ისაკაძის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა.

მუსიკოსის მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

„ღამის სერენადები“ ბათუმში დღეს გაიხსნა. გეგმის თანახმად, ფესტივალი 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და “მსოფლიო ვირტუოზების” გრანდიოზული გალაკონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა დაიხუროს.

გადაბეჭდვის წესი