მთავარი,სიახლეები

1 064 265 ლარი – საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში

25.08.2017 • 15234
1 064 265 ლარი – საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად 32 წლის მამუკა ბახტაძე 2013 წლის მარტში დანიშნეს. ამ დაწესებულების დირექტორის რანგში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2014 წელს აქვს შევსებული მამუკა ბახტაძეს. მას ამ წელს შემოსავლის სახით 241 334 ლარი მიუღია, როგორც გენერალური დირექტორს და შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძის ყოველთვიური ხელფასი 20 111 ლარი იყო ოთხი წლის წინ.

მომდევნო წელს ისევ იზრდება მამუკა ბახტაძის ხელფასი – 248 652 ლარამდე, რაც თვეში 20 721 ლარია.

ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოს რკინიგზის შეფს 2016 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული – 289 591 ლარი, თვეში 24 132 ლარი. როგორც გენერალური დირექტორს, შპს ჯორჯია ტრანზიტისა და შპს ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს.

მამუკა ბახტაძეს შევსებული აქვს 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციაც. ამ წლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, შემოსავლის სახით, მიღებული აქვს 284 688 ლარი, ანუ ყოველთვიურად 23 714 ლარი.

“საქართველოს რკინიგზასთან” უკვე მე-11 დღეა რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ. 24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: