მთავარი,სიახლეები

როგორ ხვდებიან გველები ზღვაში

25.08.2017 • 7599
როგორ ხვდებიან გველები ზღვაში

წელს, საზღვაო სეზონზე, ზღვაში ქვეწარმავლის არსებობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებ ფეისბუქშიც გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა.

როგორ ხვდებიან ქვეწარმავლები შავ ზღვაში? „ბათუმელებთან“ ამაზე განმარტება გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა,  არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა.

„შავი ზღვისთვის ქვეწარმავლების მუდმივი წარმომადგენლობა ზოგადად სახასიათო არ არის, ისინი წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შემტკნარებულ უბნებში. ასეთი უბანი მრავლად არის მდინარეების შესართავებში, და ზოგჯერ ეს ფორმები გვხვდება არაშემტკნარებულ უბნებშიც, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში.

მე თვითონაც არაერთხელ მინახავს ჩვეულებრივი და წყლის ანკარა არაგამტკნარებულ, არამედ მლაშე, მარილიან წყალში. ეს ქვეწარმავლები ზღვაში აღწევენ ჭაობებიდან და ტბებიდან. ამ საზღვაო სეზონზეც იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ქვეწარმავლების ზღვაში გასვლა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძირითადად დაკავშირებული იყო არდაგანის ტბაში მიმდინარე საქმიანობასთან. ამ ტბაში გაწმინდეს ფსკერი, ამოიღეს შლამი და ამ დროს ქვეწარმავლების ნაწილმა გადაინაცვლა მიმდებარე არხში, საიდანაც ისინი ზღვაში მოხვდნენ.

ზღვაში აღწევს ჩვეულებრივი და წყლის ანკარა. ესენი არ არიან შხამიანი ფორმები და მათგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს. აბსოლუტურად უწყინარი ფორმებია, უბრალოდ ვიზუალური კუთხით არასასიამოვნოა, თორემ სხვა მხრივ საფრთხეს არ შეიცავს,“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: