მთავარი,სიახლეები

შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

25.08.2017 • 1514
შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს.

სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 აგვისტოს, ზღვაზე ღელვა 3 ბალია, წყლის ტემპერატურა 28,5  გრადუსია, თუმცა წყალი მღვრიეა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: