შეწყვეტილი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საწარმოს ამოქმედების პირობით დაბა ხელვაჩაურში 10 418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დღეს შეწყდა.

downloadაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბა ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში, სადაც ნაკვეთის იჯარით გაცემა იგეგმება, შიდა გზის გაყვანაა დაგეგმილი. გზის გაყვანას გარკვეულ ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები უნდა დააკორექტირონ.
download (3)
იჯარით გასაცემად გამოტანილი ფართობის ფასი, საზღვრების დაკორექტირებამდე, 35 000 ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი – 800 ლარი.

საწარმოს მოწყობის გარდა, აუქციონის პირობაა, მინიმუმ 600 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება. მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას სამინისტრო 2022 წლის ოქტომბრამდე გეგმავს.

აუქციონი

აუქციონი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი