მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის გზაზე ორ ავტომანქანას ევკალიპტი დაეცა

24.08.2017 • 4468
ხელვაჩაურის გზაზე ორ ავტომანქანას ევკალიპტი დაეცა

ამ წუთებში ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ფრიდონ ხალვაშის #122-ში ავტომაგისტრალზე ევკალიპტის ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ისინი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

უ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: