წვიმა

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და ქარი

„აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი,“- უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. ობსერვატორიის მონაცემებით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი ზღვაზე – 4-5 ბალი.

ტემპერატურა დღისით 25-30 გრადუსი იქნება, ღამით 20-25. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ისევ გამოიდარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი