21034903_1653200101378092_1632771811_o

კომისია აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს

აჭარის მთავრობა სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარების საკითხს განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა.

სხდომაზე დღეს, 22 აგვისტოს, განიხილავენ ბათუმში მცხოვრები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახის დახმარების საკითხს.  თითოეულზე 5 000 ლარის ოდენობის დახმარებაა გათვალისწინებული. მთავრობის ინფორმაციით ამ ოჯახებს 5 000 – 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის მერია.

კომისია განიხილავს ასვევ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 18, 19 და 23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 3 კორპუსის აღდგენის დაფინანსების საკითხს. მთავრობის ინფორმაციით ამ კორპურების აღდგენისათვის გათვალისწინებულია 58 964 ლარის გამოყოფა.

დღესვე იმსჯელებენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში, 14 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების თაობაზე.

მთავრობის ინფორმაციით 2017 წელს, შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით აჭარის  სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულ 178 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყო 2 814 564 ლარი. 139 ოჯახს კი საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა.

21034904_1653199651378137_1481578125_o

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი