ექვსი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

კონკურსი  3 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, მეორე წერითი დავალება, ხოლო მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და უნდა გააგზავნონ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი