სიახლეები

შუახევიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში – დისკუსია

05.12.2014 • 2146
შუახევიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩანჩხალოში – დისკუსია

დისკუსიის მომხსენებლები იქნებიან: ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი; ტარიელ ტუსკია – აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი; პარმენ ჯალაღონია – აჭარის არ მთავრობის წარმომადგენელი; შპს „აჭარისწყალ ჯორჯიას“  წარმომადგენელი;  ანა ბერძენიშვილი  – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ასევე მოწვეულნი არიან  სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა, აჭარის ა/რ მთავრობის წევრები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ჩანჩხალო

დაბა შუახევის სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობა  სოფლიდან განსახლებას ითხოვს. სოფელში სულ 126 კომლი ცხოვრობს. სახლების დიდი ნაწილი დაბზარულია, სპეციალისტთა ერთი ნაწილის  დასკვნით 40-მდე სახლში  ცხოვრება სახიფათოა. მოსახლეობა სახლებზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე ბზარების მომატებას „შუახევის ჰესისის“ ფარგლებში გვირაბის მშენებლობას უკავშირებს. ხოლო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“  დასკვნით  ჩატარებული კვლევის  მიხედვით, შენობების დაზიანების მიზეზები საინჟინრო წესების დარღვევა და მეწყრული პროცესია. ჩვენი დისკუსიის მიზანია გაირკვეს ვისი პასუხისმგებლობაა მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ ის სამართლიანია, რა სამართლებრივი ბერკეტი არსებობს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. დისკუსიის ფარგლებში  ყველა მხარე – კომპანია და სახელმწიფო სოფელ ჩანჩხალოში   ერთმანეთისგან   დამოუკიდებლად ჩატარებულ    კვლევების პრეზენტაციას წარმოადგენენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: