„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“

 

ხვალ, 25 ნოემბერს, სამშაბათს, დღის პირველ საათზე ბათუმში, ერას მოედანზე აქცია გაიმართება სლოგანით – „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!“. 
აქცია იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში და მისი ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა. 

 

 

ქალთა მოძრაობა არ არის პოლიტიკური პარტია, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და არც საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არის მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობა და ვინც უკიდურესად შეშფოთებულია ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ქალთა მკველობებით.

 

აქციის მიზანია, სახელმწიფოს მოუწოდოს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად. 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"