სიახლეები

სტიქიამ სამაშველო სამსახურს რვა ათასი ლარის ზარალი მიაყენა

24.11.2014 • 1384
სტიქიამ სამაშველო სამსახურს რვა ათასი ლარის ზარალი მიაყენა

 

 

 

წვიმიანი დღე ბათუმში 3.11.2014
წვიმიანი დღე ბათუმში 3.11.2014

 

 

აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით, ზარალი დაახლოებით რვა ათასი ლარია:

 

„ბათუმშიც დაანგრია კოშკურა და ქობულეთშიც, სადაც კაპიტალური კედელიც ჩამოინგრა. მთელი აჭარის მასშტაბით ყველაზე მეტი ზარალი ჩვენ მოგვადგა. ორივე კოშკურის ღირებულება დაახლოებით რვა ათას ლარამდე იქნება“.

 

მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, ზღვისგან გადმოსულმა წყალმა,  ანბანის კოშკის სარდაფიც დატბორა. „ამ დროისთვის სარდაფი გაწმენდილია. ვფიქრობ, დატბორვას სერიოზული ზიანი კოშკისთვის არ მიუყენებია“, -აცხადებს თურმანიძე.

 

ძლიერმა ქარმა ქობულეთში სახურავი გადახადა ერთ-ერთ კერძო სახლს. სამაშველო სამსახურის უფროსის განცხადებით, პირველადი ზომები მიღებულია: „ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენტით გადახურა სახლი და შემდეგ გაგრძელდება სამუშაოები“.

 

შტორმისგან დანაგვიანებული ზღვისპირა ზოლის გაწმენდა, სავარაუდოდ, ამინდის გამოსვლის შემდეგ დაიწყება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: