სიახლეები

არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული ბათუმელი სტუდენტები

19.11.2014 • 1538
არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული ბათუმელი სტუდენტები

ხელოვნების  უნივერსიტეტის სამი სტუდენტს  18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების  უნივერსიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ჯილდოდ წიგნები და სერთიფიკატები გადასცა.

პროექტი, რომელშიც 40 სტუდენტი  იღებდა  მონაწილეობას,  შვეიცარიის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. სტუდენტებს  სოციალური სახლის პროექტი უნდა გაეკეთებინათ.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გამარჯვებული პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა და ამ  პროექტის რეალიზაცია სავარაუდოდ მოხდება, თუმცა სოციალური სახლი ამ პროექტით აშენდება თუ არა, ამაზე  გადაწყვეტილებას მერია მიიღებს.

ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მაკარაძე ამბობს, რომ  სტუდენტები პროექტზე დაახლოებით ორი თვე მუშაობდნენ:

„გვეხმარებოდნენ ლექტორები, მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ამდენს მივაღწიეთ. ამ კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა მესამე კურსზე როდესაც ვიყავი, წელსაც ვღებულობ მონაწიოლეობას, უკვე მეორედ“ – ამბობს  მარიამ მაკარაძე.

გადაბეჭდვის წესი