სიახლეები

სასამართლომ ბათუმში ქუჩის დაბინძურებისთვის 36 ადამიანი დააჯარიმა

05.11.2014 • 1176
სასამართლომ ბათუმში ქუჩის დაბინძურებისთვის 36 ადამიანი დააჯარიმა

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ  მოწოდებული  ინფორმაციით, ბათუმში გარემოს (ქუჩების) დაბინძურების გამო 2014 წლის პირველი იანვრიდან დღემდე  36 ფიზიკური  და 1  იურიდიული პირი დაჯარიმდა.  2013 წელს  საქალაქო სასამართლომ ქუჩების დაბინძურებისთვის მხოლოდ 11 ფიზიკური პირი დააჯარიმა. 

 

აჭარის გარემოს დაცვის ზედამხედველობითი ინსპექციის იურისტის, ქეთი ჯორბენაძის განმარტებით „დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება.  ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და დაწესებულებები 1000 ლარით დაჯარიმდებიან . ამას ემატება ჯარიმა იმ ზიანის სანაცლოდ რა ზიანიც კონკრეტული ქმედების გამო გარემოს მიადგა.

 

 განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში კი 3 ათასი ლარით.“

 

გადაბეჭდვის წესი