მთავარი,სიახლეები

სასამართლო გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლებული პირების კომპენსაციის შესახებ

24.07.2017 • 1978
სასამართლო გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლებული პირების კომპენსაციის შესახებ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქეების მერი გიორგაძისა და ფიქრია მერაბიშვილის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა განაცდური ხელფასის ანაზღაურებისათვის აუცილებელი წინაპირობა იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეები კომპენსაციას იმის მიუხედავად მიიღებენ, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს თუ არა მათ შესაბამის პოზიციაზე აღდგენას.

სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავდა გათავისუფლებული მოხელის მიერ კომპენსაციის მიღებას, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

მოსარჩელეების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამართლებივი დახმარების ცენტრის იურისტები იცავდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ 21 ივლისს მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ აქ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: