მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

23.07.2017 • 2877
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის  შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652  ლარი გამოიყო.

მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი.

გამგეობის მიერ დაგეგმილი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებიდან  ყველაზე მეტი თანხა, 28 429 ლარი, სოფელ ჯალაბაშვილებში არსებული არხის რეაბილიტაციისთვისაა გაწერილი.

ქედის სოფლებში, მეწყრული პროცესების შესამცირებლად, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად საყრდენი კედლებისა თუ სანიაღვრე არხების მოსაწყობად ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი მიმდინარე 20-21 ივლისს გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,  345 652 ლარიდან, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად დაიხარჯება:

[checklist]

  • დანდალოს თემში – 57 982 ლარი;
  • ზვარის თემში – 27 532 ლარი;
  • წონიარის თემში – 106 065 ლარი;
  • ოქტომბრის თემში –  52 334 ლარი;
  • დაბა ქედის თემში – 88  792 ლარი;
  • მერისის თემში – 51 163 ლარი;
  • პირველი მაისის თემში – 13 974 ლარი.

[/checklist]

სოფელი მერისი / ქედა

სოფელი მერისი / ქედა

მთავარი ფოტო: სოფელი კოკოტაური, ქედა / ეკა ბარამიძის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: