მთავარი,სიახლეები

ქობულეთში სამ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა

20.07.2017 • 2627
ქობულეთში სამ ოჯახს მეწყერმა საფრთხე შეუქმნა

ქობულეთის სამ სოფელში – ციხისძირში, დაგვასა და ბობოყვათში  მეწყერი განვითარდა. მეწყერმა პრობლემები შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს. ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ციხისძირში, მეწყერი დუმბაძის სახლთან ახლოს და მისასვლელ გზაზე ჩამოწვა.

„ტექნიკა ავიყვანეთ და მისასვლელი გზა გავწმინდეთ, ბობოყვათში ლაზიშვილის ოჯახთან არის ასევე მეწყერი, იქაც გზა არის ჩაკეტილი და ტექნიკას გავაგზავნით,“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ოჯახების ევაკუაცია არ არის აუცილებელი.

მეწყერი ციხისძირში

მეწყერი ციხისძირში

გამგებლის თქმით, იმ სახლებთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, გამაგრებითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. „ჩვენ კომისიაზე გავიტანთ ამ საკითხს, შევიძენთ მასალებს და გავამაგრებთ ფერდობებს“.

გამგებელი ამბობს, რომ ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვაც ადიდდა, რამაც შესაძლებელია დამატებითი პრობლემები შექმნას. ციხისძირში, იმ ადგილზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილმა ევკალიტპის ხე წაიღო, ტერიტორია დაიტბორა. თუმცა გამგებელი ამბობს, რომ დატბორვა ტექნიკურმა სამუშაოებმა გამოიწვია: „ამ ადგილზე კოლექტორი კეთდება და ამან გამოიწვია დატბორვა, მაგრამ ჩვენ გავხსენით კოლექტორი და წყალი უკვე აღარ დგას“-ამბობს ის.

ძლიერი წვიმის შედეგად ციხისძირი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ციხისძირი დაიტბორა

გამგებლის თქმით, ის მიმართავს აჭარის მთავრობას, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის გარკვეული თანხა გამოიყოს.

მეწყერი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს

მეწყერი საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს

20108631_1368250349896065_2622369342981544580_n

ფოტოები: ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: