კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

20.07.2017 • 3789
რას ნახულობენ ყველაზე ხშირად ტურისტები აჭარაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ივნისში აჭარაში ტურისტულ ადგილებში ვიზიტორების განსაკუთრებული მატება იყო.  2017 წლის 6 თვეში კი აჭარას, ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით,  583 340 ვიზიტორი ესტუმრა.

დეპარტამენტის მონაცემებით:

[checklist]

  • ბათუმის ბოტანიკური ბაღი პირველია იმ ტურისტულ ადგილებს შორის, რომელსაც ივნისში ყველაზე მეტი 33 891 ვიზიტორი ეწვია, რაც 31%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს.
  • ვიზიტორების  რაოდენობა გაზრდილია ბათუმის დელფინარიუმშიც, რომელსაც ივნისში 19 586 ადამიანი ესტუმრა. ივნისის მონაცემები 38%-ით (5 342 ადამიანი) აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივნისში ყოველდღიურად (ორშაბათის გარდა) დღეში ორჯერ იმართებოდა, ივლისსა და აგვისტოში კი დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მესამე შოუც დაემატა.
  • ივნისში, გასულ წელთან შედარებით მეტი ვიზიტორი ჰყავდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2017 წლის, ივნისში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 10 691 ვიზიტორი გაეცნო.
  • სტუმრების რაოდენობა გაზრდილია მტირალას ეროვნულ პარკშიც, რომელიც აჭარაში არსებული ეროვნული პარკებიდან უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი მოწონებით სარგებლობს. 2017 წლის ივნისში ეროვნულ პარკს გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტი, 6 283 ვიზიტორი ესტუმრა. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობისა, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებასაც სთავაზობს.
  • აჭარაში ყველაზე მეტმა ვიზიტორმა საბაგიროს მომსახურებით ისარგებლა. ივნისში ბათუმისთვის მთიდან გადმოხედვის მსურველთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და მათმა რაოდენობამ 37 211 ადამიანი შეადგინა.

[/checklist]

qaver turist

ს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: