სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა

18.10.2014 • 1355
აჭარის ჯანდაცვის მინისტრისა და მსოფლიო ვეტერანთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ვეტერანთა სოციალური და უფლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე ვეტერანთა სამოქალაქო ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა და რეაბილიტაცია. „აჭარის მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ძალ–ღონეს არ იშურებს ვეტერანთა დასახმარებლად, რამდენიმე თვის წინ რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილე ორ ვეტერანს ბინები გადავეცით. ჩვენ, ასევე ვგეგმავთ ბათუმში ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სადაც ვეტერანებისათვის სპეციალური ბლოკი მოეწყობა და მათ სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების მიღება შეეძლებათ. აჭარის მთავრობა მატერიალურ დახმარებას უწევს 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახებსაც“ – აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ და მზადყოფნა გამოთქვა ასოციაციასთან სამომავლო თანამშრომლობისათვის.

 

დან ვიგო ბერგტუნი საქართველოში, საქართველოს ვეტერანთა ფედერაციისა და კავკასიის ვეტერანთა ცენტრის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გუშინ, მსოფლიო ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო თბილისში, ვეტერანთა დღისადმი გამართულ ღონისძიებებში.

გადაბეჭდვის წესი