დღეს, 9 ივლისს, ბათუმში, თამარის დასახლებაში, ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა.
„12 წლის ბიჭს მანქანა თამარის დასახლებაში შუქნიშნებთან გადასასვლელზე [კულტურის სახლის] მიმდებარედ დაეჯახა. ბავშვი იყო კონტაქტური, თუმცა შეშინებული და ტიროდა. აღენიშნებოდა თავის ქალის დახურული დაზიანება და გადაყვანილია საავადმყოფოში“ – განაცხადეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.