სიახლეები

აჭარის მთავრობაში სტიქიის დროს შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს

23.09.2014 • 1298
აჭარის მთავრობაში სტიქიის დროს შექმნილი შტაბის სხდომა მიმდინარეობს

 

თათბირი აჭარის მთავრობაში

შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს ესწრება. ის სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს.

 

აჭარაში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო სტიქიის ზონაში განვითარებული მოვლენებისა და მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დღევანდელი თათბირის დამთავრებისთანავე გაავრცელებს.

 

21 სექტემბერს, აჭარის რეგიონში, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამდენიმე მონაკვეთზე დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები, მოგლეჯილია ხეები. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წვიმის შედეგად ხელვაჩაურსა და ქობულეთში მეწყრული მოვლენები დაფიქსირდა. ბათუმსა და ქობულეთში დაიტბორა ცენტრალური ქუჩები და გარეუბნები. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: