სიახლეები

არჩილ ხაბაძე: ბათუმს წყლის მიწოდება ერთ საათში აღუდგება

21.09.2014 • 1193
არჩილ ხაბაძე: ბათუმს წყლის მიწოდება ერთ საათში აღუდგება

 

“ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მიწოდება დაახლოებით ერთ საათში აღუდგება. დაზიანებული იყო მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორში შემავალი გადამცემი ხაზი, რომელიც შეკეთდა და შესაძლებელია მეჯინისწყლის რეზერვუარის წყლით მომარაგება, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება.  წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც ხვალიდან – ამინდის გაუმჯობესებისთანავე დასტაბილურდება.

რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურასა დ გზებს – ხვალიდან დაიწყება მეწყერის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და დათვლა.  მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისათვის დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები – გაწმენდილია,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საგანგებო ბრიფინგზე. 

 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით სწრაფი რეაგირების ჯგუფები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ . საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

 

მთავრობაში შექმნილიაა საგანგებო შტაბი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამონიტორინგებს. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი.

 

გადაბეჭდვის წესი