სიახლეები

„კემპინსკის“ მშენებლობა 2016 წელს დასრულდება

31.08.2014 • 1319
„კემპინსკის“  მშენებლობა  2016 წელს დასრულდება

 

პროექტის მიხედვით, მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ბიზნესკლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, ბარ-რესტორნებს, ფიტნესცენტრებს, საცურაო აუზსა და ათასადგილიან საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.

საცურაო აუზი მაისში ამოქმედდება, მთლიანი კომპლექსის მშენებლობა კი 2016 წელს დასრულდება. 94 ათას კვმ-ზე განთავსებულ კომპლექსში 120 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ბათუმში შპს ,,GIMG” ახორციელებს.

 

მშენებლობის პროცესი დღეს ბათუმის მერიმა გიორგი ერმაკოვმა დაათვალიერა.

გადაბეჭდვის წესი