სიახლეები

კამპანია ენერგოეფექტურობის პოპულარიზაცისთვის

31.08.2014 • 1637
კამპანია ენერგოეფექტურობის პოპულარიზაცისთვის

 

ღონისძიებები აგრეთვე მოიცავს ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ( WMTR)  ინიციატივების პოპულარიზაციას, რომელსაც ახორციელებს International City/County Management Association (ICMA), CENN–თან ერთად აშშ–სსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) დახმარებით.

 

ცნობიერების ამაღლების კამპანიის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მდგრადი ენერგომოხმარების უპირატესობები და პერსპექტივები, ენერგოდაზოგვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების უპირატესობები, მათ შორის, ენერგოეფექტური განათება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შენობები, ნარჩენების მართვის გამართული სისტემების ჩამოყალიბება და ა.შ.

 

ცნობიერების ამაღლების კამპანიის ინიციატივას ასევე უერთდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/USAID პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR).

 

დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამას ახორციელებს „ვინროკ ინტერნეიშენალ“ ჯორჯია. ამ პროექტის საშუალებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო/USAID მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტური და სუფთა ენერგიის ღინისძიებების გატარებით კლიმატის ცვლილებების შერბილების უზრუნველყოფას და ამასთან, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის უფრო მეტად პასუხისმგებლიან მართვასა და განვითარებას.

გადაბეჭდვის წესი